ავტორიზაცია

ერთა ლიგა | ესპანეთმა დანიას მოუგო და ჯგუფში გალიდერდა

ერთა ლიგა | ესპანეთმა დანიას მოუგო და ჯგუფში გალიდერდა
თარიღი 13 Oct 2024, 00:47
ესპანეთმა ერთა ლიგის მე-3 ტურში, ესტადიო ენრიკე როკაზე დანიას უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. 

მატჩის ერთადერთი გოლი, რომელიც 79-ე წუთზე გავიდა, მარტინ სუბიმენდიმ გაიტანა.

ესპანეთი A ლიგის მე-4 ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, დანია 6 ქულით მე-2 პოზიციაზეა, მესამეადგილოსან სერბეთს 4 ქულა აქვს, შვეიცარია კი უქულოდაა.

მომდევნო ტურში ესპანეთი სერბეთს დაუპირისპირდება, დანია კი - შვეიცარიას. ორივე შეხვედრა 15 ოქტომბერს გაიმართება.