საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მიმდინარე სეზონის მე-4 ტურში, საქართველოს ნაკრებმა თბილისში ალბანეთი მიიღო და 0-1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დებიუტში გავიდა — 48-ე წუთზე თავი ასლანიმ გამოიჩინა და ალბანეთს 3 ქულა მოუპოვა.
4 ტურის შემდეგ, საქართველოს და ალბანეთს 6-6 ქულა აქვთ. ჯგუფის მეორე მატჩში კი უკრაინა ჩეხეთს დაუპირისპირდება — მატჩი დღეს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.