ავტორიზაცია

სანიოლი: "მეტოქის საჯარიმოში აგრესიულობა დაგვაკლდა"

სანიოლი: "მეტოქის საჯარიმოში აგრესიულობა დაგვაკლდა"
თარიღი 14 Oct 2024, 23:29
ალბანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილიო სანიოლმა კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა.

"მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, დღეს ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და უფრო მეტი მომენტიც შევქმენით, თუმცა, მეტოქის საჯარიმოში აგრესიულობა დაგვაკლდა. ალბანეთმა კი 1-2 მომენტი შექმნა და გოლი გაიტანა."

"დღეს განსხვავებული, უფრო შემტევი ტაქტიკით ვითამაშეთ და ვუტევდით კიდეც მეტოქეს, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა და გოლი ვერ გავიტანეთ. დღევანდელ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და გამოვასწოროთ — მარცხით გულდაწყვეტილი ვარ."

"საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე, რისი საშუალებაც მქონდა, თუმცა, ამის გამო სათადარიგოთა სკამიდან შეტევის გაძლიერების პოტენციალი აღარ გვქონდა"
— განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.