გერმანიამ ნიდერლანდები დაამარცხა
გერმანიამ ერთა ლიგის მე-4 ტურში, ალიანც არენაზე ნიდერლანდები 1-0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი, რომელიც 64-ე წუთზე გავიდა, ნიკო შლოტერბეკის პასით, ჯეიმი ლეველინგმა გაიტანა, რომელსაც ბუნდესნაკრებში დებიუტი ჰქონდა.
გერმანიას უკვე 10 ქულა აქვს და A ლიგის მე-3 ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნიდერლანდებსა და უნგრეთს 5-5 ქულა აქვთ, მაგრამ რონალდ კუმანის გუნდი ბურთების უკეთესი სხვაობის გამო მე-2 პოზიციაზეა. ბოსნია & ჰერცოგოვინა 1 ქულით ბოლო ადგილზეა.
მომდევნო ტურში გერმანია ბოსნია & ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება, ნიდერლანდები კი - უნგრეთს.