U21 | საქართველო V ჩრდ. მაკედონია - მატჩისწინა ვარჯიში ქუთაისში
საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 15 ოქტომბერს, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. შეხვედრა 20:00 საათზე დაწიყება, ხოლო სტადიონის კარი, 18:00 საათზე მატჩამდე 2 საათით ადრე გაიღება. შენგელია არენას სალარო, მატჩის დღეს დილის 10:00 საათიდან იმუშავებს.
რამაზ სვანაძე: "ხვალინდელი თამაშისთვის მზადება ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ბოლო მატჩის შედეგიდან გამომდინარე რამდენიმე დღე მთლიანად გუნდი იმედგაცრუებული იყო, თუმცა ამ თემაზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით იმაზე, რომ ფეხბურთია, შევთანხმდით იმაზე, რომ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო ტურამდე ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ჩვენ ყველა პროფესიულ ფეხბურთში ვმოღვაწეობთ და ამ სფეროში, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ერთ მარცხს ან ზოგადად წარსულს რამე გადავაყოლოთ. სანამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩზე ვისაუბრებ, მანამდე ისიც უნდა ვახსენო, რომ დღეს თამაშობს ჩვენი კონკურენტი შვედეთი სტუმრად ნიდერლანდებში და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება და ის შანსი მოგვეცემა, რის გამოყენებასაც ხვალ აუცილებლად ვეცდებით.
ხვალ იოლი მატჩი არც ჩვენ არ გველის, ამიტომ გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ხვალ სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჯერ ჩვენი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან, ახლა იღებენ დიდი ფეხბურთის გამოცდილებას და სახლის თამაშზე გულშემატკივარი მათთვის ბევრ რამეს ნიშნავს."
ვარჯიშზე მიღებული მიკრო ტრავმის გამო, ხვალინდელ მატჩს გიზი მამაგეიშვილი გამოტოვებს.

U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ, შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილს იკავებს. შვედეთი ბოლო ტურის მატჩს დღეს, სტუმრად, ჯგუფის ლიდერი ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს.
Nakrebi.ge