ნეიმარი: 'ოქროს ბურთს ვინისიუსზე მეტად არავინ იმსახურებს'
ალ ჰილალის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მხარი თანამემამულეს დაუჭირა.
"ოქროს ბურთი ვინისიუსმა უნდა მოიგოს. ამ ჯილდოს მასზე მეტად არავინ იმსახურებს.
ვინი მეომარია, ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანა და ყველა მოლოდინს გადააჭარბა - მან არაერთ კრიტიკასა და დაცინვას გაუძლო, დღეს კი ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია," - განაცხადა ნეიმარმა AS-თან საუბრისას.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, ვინისიუს ჟუნიორს უკვე შეატყობინეს, რომ იქ 2024 წლის ოქროს ბურთს მოიგებს.