ოფიციალურად: ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრებს ჩაიბარებს. გერმანელი "სამ ლომს" სათავეში 2025 წლის იანვრიდან ჩაუდგება.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ვიქნები. ამ ქვეყნის ფეხბურთთან კავშირი ვიგრძენი.
ინგლისის გაწვრთნა და ამ განსაკუთრებულ, ნიჭიერ ფეხბურთელებთან მუშაობა უდიდესი პრივილეგიაა," - განაცხადა ტუხელმა.
გერმანელმა სპეციალისტმა ინგლისის ნაკრებთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.