გიორგი მამარდაშვილი: 'ალისონის დარჩენის შემთხვევაშიც, პირველობისთვის ვიბრძოლებ'
ვალენსიას ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში ტრანსფერზე ისაუბრა.
"ლივერპულის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ, მათი პროექტით მოხიბლული დავრჩი და გადავწყვიტე, რომ ეს შეთავაზება მიმეღო.
ალისონის დარჩენის შემთხვევაშიც კი, ვიბრძოლებ, რომ გუნდის ნომერ პირველი მეკარე გავხდე," - განაცხადა მამარდამ.
მერსისაიდელებმა გიორგი გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე €30 მილიონად შეიძინეს და იჯარით ვალენსიაში დატოვეს. ქართველი ლივერპულში 2025 წლის ზაფხულში გადავა.
რაც შეეხება ალისონ ბეკერს - ინგლისური კლუბიდან მის შესაძლო წასვლაზე ცნობები ვრცელდება, მაგრამ თავად ბრაზილიელს გუნდში დარჩენა სურს.