ტომას ტუხელი - მესამე არაბრიტანელი მწვრთნელი ინგლისის ისტორიაში
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისის ნაკრებს ტომას ტუხელი ჩაიბარებს.
აღსანიშნავია, რომ ტუხელი "სამი ლომის" ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მე-3 არაბრიტანელი მწვრთნელია. გერმანელამდე, ინგლისი შვედ სვენ-იორან ერიქსონსა (2001-2006) და იტალიელ ფაბიო კაპელოს (2008-2012) გაუწვრთნიათ.
ტუხელი გუნდს სათავეში 2025 წლის იანვრიდან ჩაუდგება. 51 წლის სპეციალისტმა ინგლისის ფეხბურთის ფედერაციასთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტომასს მაინცში, დორტმუნდში, პარი სენ-ჟერმენში, ჩელსისა და ბაიერნში უმუშავია. მან მიუნხენური გრანდი მაისში დატოვა და ამ დრომდე უგუნდოდ იყო.