ავტორიზაცია

პოლ პოგბა: 'მილანი? იუვენტუსს არასდროს ვუღალატებ'

პოლ პოგბა: 'მილანი? იუვენტუსს არასდროს ვუღალატებ'
თარიღი 17 Oct 2024, 12:10
ფრანგმა ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა. 

"მზად ვარ, იუვენტუსში დასარჩენად ხელფასი შევიმცირო. მხოლოდ ვარჯიშსა და იუვეში თამაშზე ვფიქრობ. 

საჭირო არაა, მე ვისაუბრო - ამას მოედანზე ჩემი მოქმედებები გააკეთებს, ტიაგო მოტა კი თავისი თვალებით შეაფასებს.

გადავალ თუ არა მილანში? ეს შეუძლებელია. ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც რომ დამირეკოს, მან იცის, რომ იუვენტუსს არ ვუღალატებ.

მარსელში ჩემი შესაძლო ტრანსფერის შესახებ პატრის ევრამ იხუმრა. ის მეჰდი ბენატიას მეგობარია.

იუვეს შეთავაზების მისაღებად პეპ გვარდიოლა უარით გავისტუმრე," - განაცხადა პოგბამ.

პოლს დოპინგის გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, მაგრამ მისი საჩივარი მიიღეს და სასჯელი 18 თვემდე შეუმცირეს. 31 წლის ფეხბურთელს იანვარში ვარჯიშს განაახლებს, ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღება კი მარტიდან შეეძლება.