"მიქაუტაძე დიდი მოლოდინითა და წნეხით ჩამოვიდა", - ლიონის მწვრთნელი ქართველი ფორვარდის შესახებ
ლიონის თავკაცმა პიერ საჟმა, საქართველოს ნაკრების ფორვარდზე გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ ფეხის მოკიდება მშობლიურ კლუბში ძალიან უჭირს, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე შვიდი ჩატარებული შეხვედრაა და 0 გატანილი გოლი.
20 ოქტომბერს ლიონი ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას გამართავს, მატჩი 17 საათზე გაიმართება და “ლომების“ მეტოქე ლე ავრი იქნება.
"მიქაუტაძე ლიონში დიდი მოლოდინითა და ზეწოლით ჩამოვიდა. მას ჰქონდა გოლის გატანის არაერთი მცდელობა და რენთან შეხვედრაში მან პენალტიც ვერ გამოიყენა. მართალია, ჟორჟს ჯერ არ გაუტანია გოლი, მაგრამ ის მაღალი დონის ფორვარდად რჩება. დარწმუნებული ვარ, თავის ადგილს ოლიმპიკში აუცილებლად იპოვის. ქართველი თავდამსხმელი გადის ადაპტაციის პროცესს და თანაგუნდელებთან გაერთიანების პროცესშია". განაცხადა პიერ საჟმა.
20 ოქტომბერს ლიონი ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას გამართავს, მატჩი 17 საათზე გაიმართება და “ლომების“ მეტოქე ლე ავრი იქნება.