ავტორიზაცია

კარლ-ჰაინც რუმენიგე: 'არ ვიცი, ნოიერს კონტრაქტს გავუხანგრძლივებთ თუ არა'

კარლ-ჰაინც რუმენიგე: 'არ ვიცი, ნოიერს კონტრაქტს გავუხანგრძლივებთ თუ არა'
თარიღი 17 Oct 2024, 16:02
ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ მანუელ ნოიერის მომავალზე კომენტარი გააკეთა:

"არ ვიცი, მანუელს კონტრაქტს გავუხანგრძლივებთ თუ არა, მაგრამ ყველამ იცის, ის კლუბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია," - უთხრა რუმენიგემ Kicker-ს.

ნოიერი უკვე 38 წლისაა. გერმანელს ბაიერნთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება. ლეგენდარული მეკარე მიუნხენურ გრანდში 2011 წლიდან ირიცხება, რის შემდეგაც 529 მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო.