რაფაელ ვარანი კომოს ბორდის წევრად დაინიშნა
![რაფაელ ვარანი კომოს ბორდის წევრად დაინიშნა](http://storage.goal.ge/uploads/posts/ySPUaiGrFaQFZAzrB8zgGnlOYItyyLlh.jpg)
ოფიციალური ინფორმაციით, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, რაფაელ ვარანი კომოს ბორდის წევრად დაინიშნა.
ფრანგმა მუხლის ტრავმის გამო კომოში მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოასწრო, ახლა კი ამავე გუნდში სხვა პოზიცია ექნება - როგორც ირკვევა, 31 წლის ყოფილი მცველი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზე იმუშავებს.
"სპორტში ჩემი წვლილის შესატანად მზად ვარ და ამას მოუთმენლად ველი," - განაცხადა რაფაელმა.