'მილანის ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ' - ფაბიო კაპელო პაულუ ფონსეკას იცავს
ყოფილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ მილანის მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკას მიდგომები მოუწონა.
ფონსეკამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მილანის ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. პორტუგალიელი თავკაცი განსაკუთრებით იმ მომენტზე მიუთითებდა, როცა ფიორენტინასთან წაგებულ მატჩში (1-2) თანაგუნდელებმა პენალტი ვერ გაიყვეს.
კაპელომ La Gazzetta dello Sport-ს უთხრა: "ის კარგად მუშაობს... დროა, მილანის ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა აიღონ, რადგან ასეთ მნიშვნელოვან მაისურს ატარებენ.
ფონსეკას რთული გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს, მაგალითად - რაფაელ ლეაუს უდინეზესთან მატჩში სკამზე შესაძლო დატოვება, - რაც მის გამბედაობას აჩვენებს."
იტალიელს სჯერა, რომ ფონსეკას პრესკონფერენცია აუცილებელი იყო, რათა მას საკუთარ ავტორიტეტთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები გაექრო და ფეხბურთელებისთვის მკაფიო მესიჯი გაეგზავნა.