ჰანსი ფლიკი ადასტურებს - ბარსელონას 3 ფეხბურთელი უბრუნდება
ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი ადასტურებს, რომ გუნდს ლაზარეთიდან 3 ფეხბურთელი უბრუნდება.
"გავი ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება, ის მზადყოფნაშია. დანი ოლმო და ფერმინიც ხვალ ბრუნდებიან. სავარაუდოდ, ყველა მათგანი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
ფრენკი უკვე მზადაა, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს... ლამინიც შესანიშნავადაა," - თქვა გერმანელმა.
გავიმ 2023 წლის 20 ნოემბერს, საქართველოსთან მატჩში (3-1) მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ოლმო ბარსას მიმდინარე წლის 16 სექტემბრის შემდეგ აკლია, ფერმინ ლოპესი კი 1 დღის შემდეგ, 17 სექტემბერს დაზიანდა.
ფრენკი დე იონგიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ მან უკვე 2 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება იამალს - სანაკრებო პაუზაზე, დანიასთან შეხვედრის შემდეგ მას დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა ტრავმას გადაურჩა.
ბარსელონა ხვალ, 23:00 საათზე, მონჟუიკზე სევილიას დაუპირისპირდება.