MVP! როგორი შეფასება მიიღო ოთარ კიტეიშვილმა დღევანდელ შეხვედრაში?

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში გრაცის "შტურმი" საკუთარ მოედანზე "გრაცერს" დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში 5:2 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილმა "შტურმის" შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. 28 წლის ნახევარმცველმა აღნიშნულ მატჩში დუბლი გაიფორმა.
კიტემ Sofascore-სგან 8.8 შეფასება დაიმსახურა რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
