კოულ პალმერი: ოქროს ბურთის მოგება შემიძლია, მთელი კარიერის ჩელსიში გატარებას არ გამოვრიცხავ
ჩელსის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, კოულ პალმერმა Telegraph Football-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა.
"თუ ვიმუშავებ, მჯერა, რომ ერთ დღეს ოქროს ბურთის მოგება შემიძლია.
სიურპრიზია, რომ უკვე ამ დონეზე მაფასებენ და ოქროს ბურთის სიაში ვარ - ეს დიდი პატივია.
აბსოლუტურად შესაძლებელია, მთელი კარიერა ჩელსიში გავატარო. ეს კლუბი ჩემთვის სახლივითაა და მისადმი სრულად ერთგული ვარ. ერთად ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია," - განაცხადა ინგლისელმა.
ლონდონურმა კლუბმა პალმერი მანჩესტერ სიტიდან, 2023 წელს, €47 მილიონად შეიძინა. მას შემდეგ, ინგლისელმა ჩელსის მაისურით 54 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 20 ასისტი მიითვალა. კოულს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2033 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.