შეთავაზება მზად არის — კვარას და ნაპოლის შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლის და ხვიჩა კვარაცხელიას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებს მომავალ კვირაში შეხვდება და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
როგორც ირკვევა, ნაპოლი მზად არის ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით სეზონში 5/6 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა, ქართველი 8 მილიონს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ღირსებას 2022 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. მან ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 98 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 28 ასისტი გაიფორმა.