მანჩესტერ იუნაიტედი ჩავი ერნანდესის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს
Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი ბარსელონას ყოფილი მწვრთნელით ინტერესდება და ერიკ ტენ ჰაგის გაშვების შემთხვევაში, მის პოზიციაზე ჩავი ერნანდესის დანიშვნას სერიოზულად განიხილავს.
"წითელი ეშმაკების" წარმომადგენლებმა კატალონიელ სპეციალისტთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ომარ ბერადა და კიდევ 3 თანამშრომელი გასულ კვირას ბარსელონაში გაემგზავრნენ.
ჩავიმ ბარსა 2023/24 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. მან 2022/23 წლების სეზონში გუნდს ლა ლიგა მოაგებინა.
რაც შეეხება ტენ ჰაგს - იუნაიტედიდან მასთან დაკავშირებულ ცნობებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნიდერლანდელი დაკავებული თანამდებობიდან გაშვების საფრთხის ქვეშ არაა.