რა შეფასება მიიღო გურამ კაშიამ ჟირონასთან მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში გურამ კაშიას სლოვანი გასვლაზე ჟირონას დაუპირისპირდა.

მონტილივიზე, კატალონიურმა კლუბმა, მიგელ გუტიერესისა და ხუანპეს გოლებით, 2-0 იმარჯვა.
კაშიამ აღნიშნულ მატჩში მოედანზე 90 წუთი გაატარა და Sofascore-ისგან 7.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც სლოვაკთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

ამასთან, დღეს ოთარ კიტეიშვილის შტურმი სპორტინგს ესტუმრა და 0-2 წააგო, მაგრამ ქართველს არ უთამაშია - მან მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.