» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც არასდროს უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე



მსოფლიო ჩემპიონატი - მოვლენა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ხდება და რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები უდიდესი ენთუზიაზმით ელიან. ეს არის დღესასწაული და შანსი ფეხბურთელებისთვის, დაამტკიცონ თავიანთი პირველობა. მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ ღირსნი არიან ვარსკვლავობის. უბედურია მოთამაშე, რომელსაც არასდროს განუცდია საკუთარ თავზე ეს "დაავადება". განსაკუთრებით, უბედურნი არიან დიდი ფეხბურთელები, ტოპ-კლასის შემსრულებლები, რომლებიც ნამდვილად გაიბრწყინებდნენ მუნდიალზე, ამის შანსი რომ მისცემოდათ. დაპირებისამებრ, საფეხბურთო საიტი GOAL.GE ვრცლად გესაუბრებათ იმ 10 დიადი ფეხბურთელის შესახებ, რომლებმაც საკუთარი კვალი დატოვეს მსოფლიო ფეხბურთში, შეცვალეს ისტორია, მაგრამ ერთხელაც არ უთამაშიათ მსოფლიო თასზე. ვალენტინო მაცოლა (იტალია) 1949 წლის 4 მაისი "ტორინოს" ისტორიაში "ბნელი დღეა". ამხანაგური მატჩის შემდეგ გუნდი ლისაბონიდან ბრუნდებოდა, როცა თვითმფრინავი Fiat G-212 ქალაქ ტურინის მახლობლად სუპერგას მთას შეეჯახა. იმ დღეს "ტორინოს" 18 ფეხბურთელი და სხვა 13 მგზავრი დაიღუპა. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო პილოტს თვალთახედვის არეალი შეზღუდული ჰქონდა, რასაც იტალიური გუნდის ძირითადი შემადგენლობა შეეწირა... ეს იყო ნამდვილი შოკი! იმხანად თვითმფრინავში იმყოფებოდა ვალენტინო მაცოლაც - "გრანდე ტორინოს" ლეგენდარული კაპიტანი. "ტორინო" მაშინდელ იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად მიიჩნეოდა. მაცოლამ 11 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და მცხობელი ბიჭი გახდა. მან მამა დაკარგა. პურის ფულის საშოვნად სხვადასხვა სამსახურის შესრულება უწევდა. ცოტა ხნის შემდეგ ალფა რომეოს ქარხანაში დაიწყო მექანიკოსად მუშაობა. სწორედ ამ დროს შედგა მისი საფეხბურთო დებიუტი კომპანიის მესამე დივიზიონის კლუბში. გავიდა რამდენიმე წელი და მაცოლა ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. 1943-დან 1949 წლამდე მან "ტორინოს" ზედიზედ 5-ჯერ მოაგებინა იტალიის სერია ა. 1943-44 წლების სეზონი მეორე მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა. მისთვის არ არსებობდა დაბრკოლება, მიუხედავად იმისა, თუ მოედნის რომელ მხარეს თამაშობდა. "იუვენტუსის" ყოფილმა პრეზიდენტმა ჯამპიერო ბონიპერტიმ თქვა, რომ მაცოლა პელეს, კრუიფს, დი სტეფანოს, პლატინის და მარადონასაც ჯობდა. რომ არა ის კატასტროფა, მაცოლა ნამდვილად იქნებოდა მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატის ნათელი წერტილი იტალიის ნაკრებთან ერთად. იან რაში (უელსი) იან რაშს "ლივერპულის" მაისურით 346 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ბრიტანელმა ლეგენდამ სანაკრებო დონეზე დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. იან რაში - რაშივით მორბენალი, თავდაუზოგავი, სწრაფი... მას ყველა თვისება ჰქონდა, რათა მუნდიალი დაეპყრო, თუმცა მხოლოდ ევროპის დაპყრობა შეძლო. უელსის ნაკრები ყოველთვის ცდილობდა, წარმატების მიღწევას. იყო თაობათა ცვლა, ჩნდებოდნენ ახალი ვარსკვლავები, თუმცა იან რაშმა ,ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლო მსოფლიო თასზე ჩასვლა, ვერც 82-ში, ვერც 1986 წელს, ვერც 94-ში... რაიან გიგზი (უელსი) "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 23 წელიწადი გიგზისთვის ნამდვილი ზღაპარი იყო. რაიანი არის ფეხბურთელი, რომლის გვარიც არასდროს დაავიწყდება სამყაროს. მან "მან იუნაიტედში" სარეკორდო 963 მატჩი ჩაატარა და 168 გოლი გაიტანა. ბრწყინვალე საკლუბო კარიერის განმავლობაში გიგზმა 13 პრემიერლ ლიგის ტიტული მოიგო, 2-ჯერ ასწია ჩემპიონთა ლიგის თასი, ოთხჯერ FA Cup და ასევე ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი. თუმცა... გიგზი იმ უელსის ნაკრების წევრი იყო, რომელიც საკუთარ თამაშს ეძებდა მუდამ... 1990 წლიდან მოყოლებული უელსელებმა ვერ შეძლეს მსოფლიოს გაოცება. რაიანიც დარჩა მსოფლიო თასის გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, მის სიდიადეს საზღვარი არ აქვს. თუ კი გიგზს სურს, კიდევ სცადოს ბედი, ის უელსის ნაკრებს მწვრთნელის რანგში გაუძღვება. ერიკ კანტონა (საფრანგეთი) კანტონამ ახალგაზრდობიდანვე მოიპოვა "ცუდი ბიჭის" იმიჯი. 1988 წელს თანაგუნდელი გალახა. შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ანრი მიჩელს ნეხვის ტომარას ეძახდა, ფედერაციის მმართველებს კი იდიოტებს. 1990 წელს ამ კომფლიქტების გამო კანტონა მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. 1994 წლისთვის ერიკი კვლავ დააბრუნეს ნაკრებში, თუმცა მაშინ საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთი 2:1 დამარცხდა ბულგარეთთან და ვერ გავიდა ფინალურ ეტაპზე. მის სიუხეშეს ბოლო არ უჩანდა. ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ მოექცა მანჩესტერში კანტონა გულშემატკივარს... მოკლედ, 1998-ში საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ზიდანთან ერთად, მაგრამ ამ დროს ერიკი პლიაჟის ფეხბურთს თამაშობდა, რადგან მან კარიერა 1997 წელს დაასრულა. ბერნდ შუსტერი (დასავლეთ გერმანია) გერმანელი ლეგენდა, ბერნდ შუსტერი მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი იყო. სხვანაირად, ალბათ, ვერც ვიტყვით, რადგან მან სხვადასხვა დროს ითამაშა "რეალ მადრიდში", "ბარსელონასა" და "ატლეტიკო მადრიდში". მიუხედავად ამისა, არც ერთი კლუბის გულშემატკივრებს არ შესძულებიათ იგი. 1980 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატში შუსტერი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, გერმანიამ კი პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიბევა. სამწუხაროდ, 2 წლის შემდეგ შუსტერი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გამოვიდა, რადგან ტრავმირებული იყო. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო 24 წლის შუსტერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ვერც 86 წლის მუნდიალზე ითამაშა. არა და, ის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანელი მოთამაშე იყო საფეხბურთო ისტორიაში. ჯორჯ ვეა (ლიბერია) ვეა იყო პირველი არაევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც 1995 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლგიაში და ოქროს ბურთი მოიგო. ყველას კარგად მოეხსენება, რამხელა აღიარებაა ეს! ბოლო რამდენიმე წელია, ოქროს ბურთისთვის კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი იბრძვიან თავგამოდებით. 95-ში კი ჯორჯ ვეამ არავის დაუთმო ტიტული. ამ ჯილდოს მიღებასთან ერთად, ის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. 1993-94 წლებში მან "პსჟ"-სთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1 მოიგო. აფრიკელმა ვარსკვლავმა "მილანს" 1995-96 და 1998-99 წლების სეზონში 2-ჯერ მოაგებინა "სკუდეტო". მიუხედავად გენიალური საკლუბო კარიერისა, ლიბერიის ნაკრებში მან ისე ვერ გაიბრწყინა, როგორც სურდა. შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის სანატრელი დარჩა. ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთ ირლანდია) ჯორჯი თავის გვარს ბოლომდე ამართლებდა და ნამდვილად საუკეთესო იყო მსოფლიო მასშტაბით. ის ბრიტანეთის ისტორიაში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. ერთი კი უნდა ითქვას, ბესტი გამუდმებით სვამდა, ეწეოდა და იქცეოდა ისე, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს არ შეშვენის... თუმცა, ამან მაინც ვერ შელახა მისი რეპუტაცია, როგორც ბრწყინვალე ფეხბურთელის. 1963 წელს ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა და დაწერა ისტორია... სამწუხაროდ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, კოლუმბია, ესპანეთი) დი სტეფანო ნამდვილად გამორჩეული ფიგურაა, თუნდაც იმის გამო, რომ კარიერის მანძილზე სამი ქვეყნის ღირსებას იცავდა. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი და გაიტანა ამდენივე გოლი (1947 წელი). 49-ში კოლუმბიის ნაკრებშ 4 მატჩის ჩატარება მოასწრო, ხოლო 1956-დან 63წლამდე ესპანეთის ნაკრებში ნათამაშებ 31 მატჩში 23 გოლი გაიტანა. დი სტეფანო "რეალის" ლეგენდაა. მადრიდულ გრანდში მან 510 შეხვედრა ითამაშა და 418 გოლი გაიტანა. სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, სადაც კი ითამაშა, ყველგან საუკეთესო ბომბარდირის და ფეხბურთელის წოდება მიიღო. "ფრანს ფუტბოლმა" ის მე-20 საუკუნის საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელადაც აღიარა, მაგრამ მიუხედავად 3 ნაკრებში თამაშისა, ვერც ერთხელ ვერ შეძლო მსოფლიო თასზე ასპარეზობა. გარეტ ბეილი (უელსი) კიდევ ერთი უელსელი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. გარეტმა უკვე შეიძინა "100-მილიონიანი ფეხბურთელის" მეტსახელი. მადრიდის "რეალმა" "ტოტენჰემს" ზღვა ფული გადაუხადა, ოღონდაც ეს ტალანტი ხელში ჩაეგდო. შეიძლება ითქვას, რომ კრიშტიანუ რონალდუს გვერდით ბეილი ოდნავ დაჩრდილულია, თუმცა მას აქვს მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი გოლების გატანის უნიკალური უნარი. თუნდაც ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონას" კარში გატანილი გოლი გავიხსენოთ, როცა ბეილმა ბარტრას ისე ჩაუქროლა, როგორც "პორშე" ჩაუქროლებს საბჭოურ "ჟიგულს". ზემოთთქმული ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ბეილს კიდევ აქვს შანსი, შეაღწიოს "მსოფლიო ფორუმზე". ის მხოლოდ 25 წლისაა, თუმცა, რასაკვირველია, უელსის ნაკრები ფავორიტთა შორის არ განიხილება და მისი მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსიც მცირეა. დავით ყიფიანი (საქართველო) დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა და 2001 წლის 17 სექტემბერს გარდაიცვალა. შემოდგომამ მისცა ჩვენს ქვეყანას უდიდესი სიხარული და შემოდგომასვე წაართვა. ყიფიანი იყო მოვლენა, რომელზეც დიდი ხანია საუბრობენ და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ისაუბრებენ. მასზე დადის ლეგენდები და უნდა გვეამაყებოდეს, რომ ჩვენს ერში აღიზარდა ის. ფეხბურთელი, რომელიც სიამოვნებისთვის თამაშობდა და ასიამოვნებდა სხვებსაც. მასზე ხშირად უთქვამთ, "დინამოს" ფორმა ისე უხდებოდა, როგორც ქართველ ვაჟკაცს ჩოხა ახალუხიო. ის იყო 100 %-ით ქართველი "ტიპაჟი", თავისი ქცევით, საუბრით, მიხრა-მოხრით... სსრკ უმაღლეს ლიგაში მან ჩაატარა 245 მატჩი და გაიტანა 78 გოლი, ხოლო საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. "ყიფოს" სულ 106 გოლი აქვს გატანილი ოფიციალურ შეხვედრებში. სამწუხაროდ, ნაკრებში ისე არ აფასებდნენ, როგორც ეკადრებოდა. შემიძლია, ამ სტატიის ბოლოს ყიფიანზე უამრავი ისტორია დავწერო. უამრავი კეთილი და საამაყო ამბავი, მაგრამ ეს საქმე თქვენთვის მომინდია. ჩემო მკითხველო, მე მინდა, რომ კომენტარის სახით, თითოეულმა თქვენგანმა გაგვიზიაროს ის ინფორმაცია, რომელსაც დათო ყიფიანზე ფლობთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ნამდვილი ქართველი სპორტის ქომაგის სახლში მოინახება "ყიფოს" ფოტოსურათი, ისევე, როგორც ჩემთან. დარწმუნებული ვარ, ნამდვილ ქართველ გულშემატკივრებს სმენიათ მასზე ისტორიები, რომლებიც ლეგენდებად დადის ხალხში. მომზადებულია, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"არასოდესაა გვიანი პრემიერ ლიგაში გადასვლა", - ბერბატოვმა რამოსს კლუბი ურჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფორვარდმა, დიმიტარ ბერბატოვმა სერხიო რამოსს რჩევა მისცა.

დღეს, 22:50

სულაქველიძე მარადონაზე: "მისი აყვანა რომ დამავალეს, მეგონა ნაკრებიდან მიშვებდნენ" [VIDEO]

ვეტერანი მცველი თენგიზ სულაქველიძე იხსენებს, თუ როგორ დაავალეს მას მარადონას აყვანა.

დღეს, 22:43

"პსჟ და სიტი ხელფასებს ნავთობიდან და გაზიდან მიღებული თანხით იხდიან", - ლა ლიგის პრეზიდენტი

ხავიერ ტებასმა მსოფლიო ფეხბურთზე "პსჟ"-სა და "მანჩესტერ სიტის" გავლენაზე ისაუბრა.

დღეს, 22:39

3-42-ზე - საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთანაც განადგურდა

დღეს გაიმართა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქალთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა მალტას უმასპინძლა.

დღეს, 22:36

"მესის დაველაპარაკებით, მაგრამ ეკონომიკას არ დავაიგნორებთ", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ემილი რუსომ ლეო მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 22:29

"რონალდუ და მესი ვერც კი იოცნებებენ იმ პატივისცემაზე, რომელსაც მარადონა იღებდა"

არგენტინის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ოსვალდო არდილესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:21

"შემრცხვა და ბოდიში მოვუხადე", - მალდინი მარადონაზე უცნობ ისტორიას იხსენებს

"მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:04

ისტორიული ფოტო: მარადონას გარდაცვალებამ მოსისხლე მტრების გულშემატკივრებიც გააერთიანა

"ბოკასა" და "რივერის" გულშემატკივრები ერთად განიცდიდნენ დიეგო მარადონას გარდაცვალებას.

დღეს, 21:51

VIDEO: არგენტინის პრეზიდენტი დიეგო მარადონას დაემშვიდობა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ეწვია.

დღეს, 21:42

ლამი: "გუშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდა"

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ექს-მცველი, ფილიპ ლამი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 21:26

მარადონას ადვოკატი და მეგობარი: "სასწრაფო დახმარება საათნახევარი მოდიოდა"

დიეგო მარადონას ადვოკატმა და მეგობარმა, მატიას მორლამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:19

MARCA: რეალი ბრუნოს ტრანსფერზე ზამთარში ერთ შემთხვევაში ამუშავდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში შეიძლება "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 21:07

ზიდანი: "1986 წლის მუნდიალის გამო, მარადონა სამუდამოდ დამამახსოვრდა"

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:47

კლოპი: "მარადონა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

დღეს, 20:40

"ჩემი მეგობარი, ჩემი კუმირი... ჩემი საყვარელი ათიანი", - რონალდინიო მარადონას დაემშვიდობა

ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:36

"არასოდეს დაგივიწყებთ", - აგუეროს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

დღეს, 20:28

სიმეონე: "როცა გირეკავენ და ამას გეუბნებიან, ფიქრობ: "არა, დიეგო ვერ მოკვდებოდა"

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 20:21

ბათუმის პირველი მარცხი ახალ სტადიონზე: ლოკომოტივი ლიდერებს შეუერთდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის შედგა.

დღეს, 20:17

"დარწმუნებული ვარ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს", - ზიდანმა თავისი შეგირდი შეაქო

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ნახევარმცველ ლუკას ვასკესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 19:56

კლოპმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც ზამთარში ლივერპულს დატოვებს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლა დაანონსა.

დღეს, 19:50

"ნოიერი კარიერის საუკეთესო ფორმაშია", - ფლიკმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გოლკიპერ მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 19:45

"ჯანდაბა, მეგობარო, მენატრები", - მოურინიო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

დღეს, 19:34

მარადონასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მილიონამდე ადამიანი დაესწრება

არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასთან დამშვიდობების ცერემონია "კასა როსადაში" ჩაივლის.

დღეს, 19:28

ფანცულაიას ულამაზესმა გოლმა ტორპედოს ვერ უშველა, დინამო კვლავ ლიდერია [VIDEO]

ეროვნულ ლიგაში გაიმართა მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის.

დღეს, 19:26

ბექჰემმა გაიხსენა მღელვარება, რომელიც მარადონასთან შეხვედრისას განიცადა

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 19:21

"ის არ მომკვდარა", - იბრაჰიმოვიჩი მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

დღეს, 19:14

ცნობილი გახდა, თუ რა სიტყვები წარმოთქვა მარადონამ სიკვდილის წინ

არგენტინის ნაკრების ლეგენდამ, დიეგო მარადონამ სიკვდილის წინ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა.

დღეს, 19:08

მარადონას შვილმა მამის გარდაცვალების შესახებ რეანიმაციაში შეიტყო

დიეგო მარადონა-უმცროსმა, დიეგო მარადონას შვილმა, კორონავირუსი გადაიტანა და ამჟამად რეანიმაციაშია.

დღეს, 18:51

არგენტინულმა პრესამ მარადონას გარდაცვალების დეტალები გაახმაურა

მოგეხსენებათ, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გუშინ გარდაიცვალა.

დღეს, 18:35

რეალმა თვალი ლუკაკუს დაადგა და იანვრისთვის კონკრეტული თანხაც გაამზადა

"ინტერის" ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ შესაძლოა "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 18:28
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10