ჟოზე მოურინიო: მსაჯმა საოცარი რამ მითხრა
ევროპა ლიგის მე-3 ტურში, მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის (1-1) შემდეგ, ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ შეხვედრის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა.
"ამ ინციდენტზე საუბარი არ მსურს. მსაჯმა რაღაც საოცარი მითხრა - მან შეძლო და ერთდროულად დაინახა როგორც საჯარიმო, ისევე ჩემი ქცევა სათადარიგოთა სკამთან.
ტურპენს ვულოცავ, რადგან გასაოცარი უნარები და პერიფერიული მხედველობა აქვს: შეუძლია, 100 მილიდან ერთი თვალი პენალტის მომენტზე ჰქონდეს, მეორით კი - მე მიყუროს.
კლემანმა სწორედ ეს განმარტებები მომცა - სწორედ ამიტომაა მსოფლიოში საუკეთესო რეფერი," - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს TNT Sport-ი.
მოურინიო გუშინდელ მატჩში პოტენციური თერთმეტმეტრიანის მოთხოვნის გამო გააძევეს - წითელი ბარათის გამო მან ბოლო 30 წუთს თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა.
ფენერბაჰჩესა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის გამართული შეხვედრის მთავარი არბიტრი ფრანგი კლემან ტურპენი იყო.