პირველი შეთავაზება მზადდება: ჩაკვეტაძე პრემიერ ლიგაში?

ინგლისის ჩემპიონშიფში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, უოტფორდის ქართველი შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი გაიზარდა.
The Sun-ის ინფორმაციით ჩაკვეტაძის შეძენით პრემიერ ლიგის წარმომადგენელი ვულვზი ინტერესდება და მზად არიან, იანვარში პირველი შეათავაზება გააკეთონ.
ცნობილია ისიც, რომ ვულვზი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სამაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება ვულვზს, ისინი პრემიერ ლიგაში ბოლოსწინა ადგილს იკავებენ.