ავტორიზაცია

BREAKING: მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ტენ ჰაგი დაითხოვა

BREAKING: მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ტენ ჰაგი დაითხოვა
თარიღი 28 Oct 2024, 15:57
მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ერიკ ტენ ჰაგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა — ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

54 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი მანჩესტერულ კლუბში 2022 წლიდან მუშაობდა და მისი თავკაცობით ჩატარებულ 128 მატჩიდან წითელმა ეშმაკებმა მხოლოდ 72 მოიგეს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი მანჩესტერ იუნაიტედისთვის მძიმედ დაიწყო — 9 ტურის შემდეგ, კლუბს 11 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელებმა 8 გოლი გაიტანეს და 11 გაუშვეს.

ერიკ ტენ ჰაგის ადგილს რუდ ვან ნისტელროი დაიკავებს, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდება.