ოფიციალურად: როდრი ერნანდესი ოქროს ბურთის გამარჯვებულია
ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2024 წლის ოქროს ბურთი მფლობელი როდრი ერნანდესი გახდა.
ის 1960 წლის შემდეგ (ამ წელს ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს ლუის სუარეს მირამონტესი დაეუფლა) პირველი ესპანელია, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო და ამასთან, მანჩესტერ სიტის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს პრიზი დაისაკუთრა. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ პრემიერ ლიგის ბოლო მოთამაშე, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდა, კრიშტიანუ რონალდუ იყო (2008 წელს).
სიაში მე-2 ადგილი ვინისიუს ჟუნიორმა დაიკავა, რომელიც ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. მე-3 პოზიციაზე კი ჯუდ ბელინგემი გავიდა.
10-ეული:
1. როდრი
2. ვინისიუს ჟუნიორი
3. ჯუდ ბელინგემი
4. დანი კარვახალი
5. ერლინგ ჰოლანდი
6. კილიან მბაპე
7. ლაუტარო მარტინესი
8. ლამინ იამალი
9. ტონი კროოსი
10. ჰარი კეინი