ავტორიზაცია

ოქროს ბურთის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულები

ოქროს ბურთის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულები
თარიღი 29 Oct 2024, 20:31
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოქროს ბურთი მოუგია, რონალდო ნაზარიოა, რომელიც 21 წლის იყო. ამჟამად, ამ რეკორდის მოხსნის ყველაზე რეალური კანდიდატი ლამინ იამალია, რომელიც მხოლოდ 17 წლისაა.

GIVEMESPORT-ი აღნიშნული პრიზის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულების სიას გვთავაზობს:

1. რონალდო ნაზარიო | 21 წლის, 3 თვისა და 5 დღის | 1997

2. მაიკლ ოუენი | 22 წლისა და 4 დღის | 2001

3. ლიონელ მესი | 22 წლის, 5 თვისა და 7 დღის | 2009

4. ჯორჯ ბესტი | 22 წლის, 7 თვისა და 2 დღის | 1968

5. ოლეგ ბლოხინი | 23 წლის, 1 თვისა და 25 დღის | 1975

6. კრიშტიანუ რონალდუ | 23 წლის, 9 თვისა და 27 დღის | 2008

7. ეუსებიო | 23 წლის, 11 თვისა და 3 დღის | 1965

8. მარკო ვან ბასტენი | 24 წლის, 1 თვისა და 27 დღის | 1988

9. იოჰან კრუიფი | 24 წლის, 8 თვისა და 3 დღის | 1971

10. დენის ლოუ | 24 წლის, 9 თვისა და 28 დღის | 1964