დეპორტივო ლა კორუნიასა და ფაბიო კანავაროს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
Relevo-ს ინფორმაციით, დეპორტივო ლა კორუნია ახალ მწვრთნელს ეძებს და ფაბიო კანავაროსთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ესპანურ კლუბსა და ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, რომელმაც გასულ სეზონში უდინეზე დაქვეითებას გადაარჩინა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
კანავაროს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში შაბაბ ალ აჰლიში, გუანჩჟოუ ევერგრანდში, ალ ნასრში, ტიანცზინ ტიანხაიში, ჩინეთის ნაკრებში, ბენევენტოსა და უდინეზეში უმუშავია.
რაც შეეხება დეპორტივოს: ისტორიული ესპანური კლუბი ლა ლიგიდან რამდენიმე წლის წინ გავარდა და ამჟამად სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს. ჯერჯერობით, გუნდი დაწინაურებისგან ძალიან შორსაა.
ლა კორუნიას ბოლოს იმანოლ იდიაკესი წვრთნიდა, რომელიც ოქტომბრის მიწურულს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამჟამად, დეპორის დროებითი თავკაცი ოსკარ ხილსანსია.