ნეიმარი, შესაძლოა, ალ ჰილალიდან გაუშვან

UOL Esporte-ს ინფორმაციით, ალ ჰილალი იანვარში ნეიმარისთვის კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს.
გავრცელებული ცნობებით, არაბულმა კლუბმა საუდი პრო ლიგას უკვე შეატყობინა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს იანვარში არ დაარეგისტრირებს.
ნეიმარი მოედანს 1-წლიანი პაუზის შემდეგ, 2024 წლის 21 ოქტომბერს, ალ აინთან მატჩში (5-4) დაუბრუნდა, მაგრამ 4 ნოემბერს, ესტეღლალთან შეხვედრაში (3-0) კვლავ ტრავმა მიიღო.
ნეიმარი ალ ჰილალში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა. ჯერჯერობით, ჟუნიორის ანგარიშზე 1 გოლი და 3 ასისტია.
ნეიმარი ალ ჰილალში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა. ჯერჯერობით, ჟუნიორის ანგარიშზე 1 გოლი და 3 ასისტია.