აპოელ-ი 2-1 ფიორენტინა | რა შეფასება მიიღო ლაშა დვალმა?
კონფერენს ლიგის მე-3 ტურში აპოელ-მა ფიორენტინა 2-1 დაამარცხა.
37-ე წუთზე ანასტასიოს დონისმა ანგარიში გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი დევიდ აბაგნამ კვიპროსელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 74-ე წუთზე ჯონათან იკონემ 1 ბურთი გაქვითა, მაგრამ ფლორენციელებმა მეტი ვეღარ გაიტანეს და წააგეს.
აპოელ-ის შემადგენლობაში, ლაშა დვალმა მოედანზე 11 წუთი გაატარა. მან მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და თამაშში 79-ე წუთზე, პირველი გოლის ავტორის, ანასტასიოს დონისის ნაცვლად ჩაერთო. ქართველმა მცველმა Sofascore-ისგან 6.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
აპოელ-ი მომდევნო ტურში მიოლდეს დაუპირისპირდება (28 ნოემბერი, 21:45).