როგორი შეფასება მიიღო გიორგი ჩაკვეტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-14 ტურში "უოტფორდი" საკუთარ მოედანზე "ოქსფორდს იუნაიტედს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

მორიგი სრული მატჩი ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც კვლავაც აქტიური გახლდათ.
ჩაკვემ Sofascore-სგან 7.3 შეფასება დაიმსახურა.

მინდინარე სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონშიპში 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.