» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ლეგიონერების მონაგარი: კაშია "ვიტესის" სასტარტოში დაბრუნდა



ჰოლანდია - ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში არნემის "ვიტესი" "გრონინგენს" ესტუმრა და შინ 1 ქულით დაბრუნდა (1-1). განვლილ შეხვედრაში "ვიტესის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია, რომელმაც სრულად ითამაშა. ასევე სრულად ითამაშა კიდევ ერთმა ჩვენებურმა - ვაკო ყაზაიშვილი მინდორზე 90 წუთს გაისარჯა და 42-ე წუთზე გოლი ბერნარდ ტრაორეს გაატანინა. "ვიტესი", რომელსაც კარგი დროება არ უდგას, 19 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. საბერძნეთი - საბერძნეთის სუპერლიგაში აუტსაიდერებში გადაინაცვლა გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის "ოფიმ". კრეტელები, ამჯერად, "პანიონისს" ესტუმრნენ და 2-0 დამარცხდნენ. ორივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო, ლორიამ სრულად ითამაშა, ხოლო, მერებაშვილი შეხვედრის ბოლო წუთზე შეცვალეს. "ოფი" 13 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება. პორტუგალია - პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში მოგებათა სერიას განაგრძობს გიორგი მაკარიძის "ფეირენსე". ქართველი კიპერის გუნდი, ამჯერად, "კოვილიას" დაუხვდა და 2-1 სძლია. განვლილ შეხვედრაში გიორგი მაკარიძე სათადარიგო იყო, მისი გუნდი კი 26 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. სამხ.აფრიკა - სამხ.აფრიკის პრემიერლიგაში გიორგი ნერგაძის "ბიდვესტი" "პლანტინუმს" ესტუმრა და ფრეს დასჯერდა (0-0). გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო, "ბიდვესტი" კი, სამხ.აფრიკის ჩემპიონატში 27 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. თურქეთი - თურქეთის რანგით მეორე ლიგაში ტრავმირებული გიორგი რეხვიაშვილის "ბოლუსფორი" შინ 2-0 დამარცხდა "ანთალიასფორთან". ამ წაგებით, რეხვიაშვილის გუნდს 16 ქულა დარჩა და მე-10 ადგილზე იმყოფება. იტალია - იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ვერონამ", რომელიც გიორგი ჭანტურიას სატრანსფერო უფლებებს ფლობს. "ვერონა" გასვლაზე "უდინეზეს" დაუპირისპირდა და 2-1 აჯობა. "ვერონა" იტალიის ჩემპიონატში მე-13 ადგილზე იმყოფება

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"წაგება დავიმსახურეთ" - კლოპი ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" შინ "ატალანტას" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 02:53

აზარი: "ეს გოლი ჩემი თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი იყო"

მადრიდის "რეალი" ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 3-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

დღეს, 02:39

კადრები: დღეს, ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში პატივი დიეგო მარადონას მიაგეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს, 02:30

კაკას შემდეგ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პენალტი რამოსის და რონალდუს გარეშე გაიტანა

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული მატჩი ჩაატარა და სტუმრად "ინტერი" 0:2 დაამარცხა.

დღეს, 02:26

პირველი გამარჯვება: რამდენი მატჩი არ ჰქონდა რეალს სან სიროზე მოგებული?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "ინტერს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:22

გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა - ის, რაც ჯერ არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტიმ" "ოლიმპიაკოსი" სტუმრად 0:1 დაამარცხა.

დღეს, 02:18

3 ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 3 სხვადასხვა კლუბიდან იქნა გაძევებული

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" სტუმრად "ინტერს" დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა.

დღეს, 02:13

აიაქსის ფეხბურთელი, რომელმაც კლიუვერტის და დე იონგის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამის "აიაქსი" "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:09

ცნობილია 6 გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ყველა მატჩი დასრულდა და ბევრი რამ გამოიკვეთა.

დღეს, 02:04

ბაიერნმა შინ ზალცბურგი დაამარცხა და პლეი-ოფში ადგილი დაიბევა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ბაიერნმა“ შინ „ზალცბურგი“ დაამარცხა - 3:1.

დღეს, 01:54

ატლეტიკომ შინ ლოკომოტივს ვერ მოუგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა ჯგუფური ეტაპის მე-4 რაუნდის მატჩი "ატლეტიკოსა" და "ლოკომოტივს" შორის.

დღეს, 01:52

რეალმა ინტერი დამაჯერებლად დაამარცხა და ჯგუფში სიტუაცია გაიუმჯობესა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ინტერი“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:51

ლივერპული ენფილდზე ატალანტასთან დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „ლივერპული“ შინ „ატალანტასთან“ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:50

წინ მხოლოდ ორი არაადამიანია! ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგაზე რაულს გაუტოლდა

„ზალცბურგთან“ გატანილი გოლი რობერტ ლევანდოვსკისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

დღეს, 01:49

VIDEO: ნოიერის წარმოუდგენელი ორმაგი სეივი ზალცბურგთან მატჩში

„ზალცბურგთან“ მატჩში მანუელ ნოიერმა თავისი არაადამიანური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინა.

დღეს, 01:46

საშინელი სერია დასრულდა! ბოლოს როდის ჰქონდა გატანილი აზარს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე?

მადრიდის „რეალი“ „ინტერთან“ მატჩში ედენ აზარის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით დაწინაურდა.

დღეს, 00:11

ფოტოები: ნეაპოლი ამ წუთებში - ათასობით გულშემატკივარი კუმირს ქუჩაში ემშვიდობება

კლუბის ლეგენდის, დიეგო მარადონას ხსოვნის საპატივცემლოდ, ნეაპოლი მისი სურათებით გადაჭრელდა, ხალხი კი ქუჩებშია გამოსული.

გუშინ, 23:59

სიტიმ საბენძნეთში მინიმალურად იმარჯვა და პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „სიტიმ“ სტუმრად „ოლიმპიაკოსი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 0:1.

გუშინ, 23:55

რამოსის, კაზემიროს და ბენზემას გარეშე - ინტერი V რეალი [სასტარტო შემადგენლობები]

ჩემპიონთა ლიგის დღის ცენტრალურ მატჩამდე ცოტა დრო რჩება.

გუშინ, 22:48

ნაპოლის სტადიონს შესაძლოა მარადონას საპატივცემლოდ სახელი შეეცვალოს

დიეგო მარადონას გარდაცვალებას „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა.

გუშინ, 22:12

"ის არ გვტოვებს, რადგან დიეგო მარადიულია!" - მესი მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

60 წლის ასაკში, გულის შეტევით ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა.

გუშინ, 22:09

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება

დღეს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.

გუშინ, 22:06

"სპორტში სიცარიელემ დაისადგურა", - ნადალი

ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებას ესპანელი ჩოგბურთელი რაფა ნადალიც ეხმაურება.

გუშინ, 21:52

არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

სამშობლოში დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას ათმაგად განიცდიან.

გუშინ, 21:47

"ეს სიცარიელე ვერადსროს ამოივსება", - რონალდუს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუ ეხმიანება.

გუშინ, 21:42

"ერთხელაც, ზეცაში ბურთს ერთად გავაგორებთ", - პელე

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას ბევრისთვის ფეხბურთის მეფე, პელე გამეოხმაურა.

გუშინ, 21:35

"ყოველთვის ემოციებს და ღიმილს მგვრიდი", - შევჩენკო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა, ანდრეი შევჩენკო, დიეგო მარადონას მოულოდნელ გარდაცვალებას გამოეხმაურა.

გუშინ, 21:29

საშინელი დამთხვევა - დღე, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შავად ჩაიწერება

ფეხბურთის ორი უდიდესი ლეგენდა ერთი და იმავე დღეს გარდაიცვალა.

გუშინ, 21:20

VIDEO: მარადონა გულშემატკივრებს გახურებითაც კი ახარებდა

ლეგენდარული ფეხბურთელი დღეს, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გუშინ, 20:49

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული დიეგო მარადონა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გუშინ, 20:28
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10