ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!

საქართველოს ნაკრებისა და "სენტ-ეტიენის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
დავითაშვილმა ოქტომბერში სამი თამაში ჩაატარა, რომელშიც 5 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის შემტევს "სენტ-ეტიენთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.