ავტორიზაცია

21-წლამდე ნაკრებმა ხორვატიასთან გასამართი პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

21-წლამდე ნაკრებმა ხორვატიასთან გასამართი პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
თარიღი 11 Nov 2024, 19:08
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეი-ოფის მეორე მატჩს ითამაშებს.

დღეს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 21-წლამდე ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ხოლო საწვრთნელის პროცესის დაწყებამდე, ხორვატიასთან მატჩის შესახებ გუნდის წევრებმა - გიზო მამაგეიშვილმა და ვასილიოს გორდესიანმა ისაუბრეს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი იაკობიძე (გაგრა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).