ავტორიზაცია

ლონდონის ტოტენჰემის გაუთავებელი პრობლემები

ლონდონის ტოტენჰემის გაუთავებელი პრობლემები
თარიღი 13 Nov 2024, 14:00
ლონდონის ტოტენჰემი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, გუნდმა გასულ ტურში საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის აუტსაიდერ იფსვიჩთან 1-2 დამარცხდა. ამის გამო “მამლები“ ცხრილის შუაში არიან. ანჯე პოსტეკოღლუს სამომავლო მუშაობა, რისკის ქვეშ დგას და სოციალურ ქსელში “თეთრების“ ქომაგები ითხოვენ, რომ ავსტრალიელი სპეციალისტი გუნდიდან გაუშვან. ზაფხულში დენიელ ლევინ საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა, გუნდმა სარეკორდო ტრანსფერიც განახორციელა, კლუბმა 75 მილიონად დომინიკ სოლანკე შეიძინა, ასევე პერსპექტიული არჩი გრეი და ლუკას ბერგვალი. გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო მაგრამ თამაში კვლავ აერიათ, პრინციპში ეს პრობლემა ტოტენჰემისთვის არაა ახალი ამბავი. ტოტენჰემი გამოდის და უგებს მანჩესტერს და ასტონ ვილას შემდეგ კი აგებს აუტსაიდერ იფსვიჩთან და კრისტალ პალასთან. არადა გუნდმა თასზე მანჩესტერ სიტი დაამარცხა. ტოტენჰემის მაქსიმუმი, როგორც წესით ჩემპიონთა ლიგის საგზურია, მაგრამ ბოლო წლებია გუნდს ამის რესურსიც აღარ აქვს და ევროპის ლიგით შემოიფარგლება თავს. შემდეგი შეხვედრაში ტოტენჰემი სახლში მანჩესტერ სიტის მიიღებს და შესაძლოა ეს ანჯეს ბოლოს შეხვედრაც იყოს. 




გავიხსენოთ ანტონიო კონტეს ინტერვიუ. იტალიელი სპეციალისტი ღიად აკრიტიკებდა ტოტენჰემი ფეხბურთელებს და ხელმძღვანელობას. კონტეს თქმით ამ კლუბს არ გააჩნია იდენტობა და ბრძოლისუნარიანობა. არ იყო პრობლემა მწვრთნელებში “სპურსი“ საკმაოდ ხშირად იცვლის მწვრთნელებს, მაგრამ შედეგი უცვლელია. გუნდს არ ჰყავს ცუდი მოთამაშეები თამაშობს ლამაზ, მაგრამ არა საჩემპიონო თამაშს. ბოლოს გუნდმა ტიტული 2008 წელს მოიპოვა და ბოლო წლებია ლიდერების შენარჩუნებაც ჭირს. ასევე პრობლემებია უშუალოდ კლუბის ბორდში, სხვანაირად არც გამოვიდოდა. ეს არეულობა, რომელიც კლუბის მესვეურებშია გუნდზეც ცუდად მოქმედებს. გუნდმა დიდი ფინანსური ზარალი ახალი სტადიონის შენებისას მიიღო, გუნდი უდავო ლიდერმა ჰარი კეინმა დატოვა და გუნდში სუპერ ვარსკვლავების მოზიდვაც ძალიან ჭირს. 




რთულია იმის გაგება თუ საით წავა ტოტენჰემი სამომავლოდ, რა გზას აირჩევს კლუბი მაგრამ ფაქტია, რომ გუნდის გულშემატკივრები დაიღალნენ ერთი და იგივე წარუმატებლობით, მათ სურთ კონკურენტუნარიანი კლუბის ქომაგობა, ტოტენჰემის ცოტა არ გაუმართლა, როდესაც გუნდში სონი, ერიქსენი და კეინი იყვნენ მაშინ სიტი დომინირებდა, შემდეგ ლივერპული და “თეთრებმაც“ ხელიდან გაუშვეს თავისი ოქროს პერიოდი. საინტერესო იქნება რა მოხდება კლუბში ახალ წლამდე მოახერხებს თუ არა ავსტრალიელი სიტუაციის გამოსწორებას და ექნება თუ არა კიდევ დრო რაიმეს შესაცვლელად, როგორც მოგახსენეთ მომდევნო ტურის მატჩი შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს ანჯე პოსტეკოღლუს მონაწილეობით და მის ნაცვლად, სხვა სპეციალისტი ვიხილოთ დენიელ ლევის კლუბში.