რატომ დაასრულა ნოიერმა სანაკრებო კარიერა? - ოლივერ კანის პასუხი
ვეტერანმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა მანუელ ნოიერის სანაკრებო კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა.
"ეს გამოცდილება მეც მაქვს: მანუელი ნაკრებში პირველობას მიჩვეული იყო და ამ სტატუსს ინარჩუნებდა. როცა ამას კარგავ, მარტივი არაა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად," - განაცხადა კანმა.
ნოიერმა სანაკრებო კარიერის დასრულება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაადასტურა. ის გერმანიის ეროვნული გუნდის ღირსებას 2009-2024 წლებში იცავდა. ბუნდესნაკრებში მანუს ანგარიშზე 124 მატჩია. ნოიერი 2010 წელს გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.