მილანი ზამთარში გაძლიერებას გეგმავს
იტალიურ პრესაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საყრდენი ნახევარმცველის დამატებას გეგმავს. პაულო ფონსეკას გუნდი, სერიოზულ დეფიციტს განიცდის მოედნის ცენტრში. ისმაელ ბენასერი ტრავმირებულია და იანვრამდე თამაშს ვერ შეძლებს და იუსუფ ფოფანას საიმედო და მაღალი დონის პარტნიორი სჭირდება.
რედა ბელაიანმა მიმდინარე სეზონში ვერონას მაისურით, 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასევე ბელაიანს, მიმდინარე წელს, მაროკოს ეროვნულ გუნდში ჰქონდა დებიუტი.
გავრცელებული ინფორმაციით, “როსონერის“ ხელმძღვანელობას, ძალიან მოსწონთ ვერონას შუახაზელი რედა ბელაიანი, მაროკოელი ფეხბურთელი იტალიაში სათამაშოდ ამ ზაფხულს გადავიდა და ვერონაში გამორჩეულ სეზონს ატარებს. მილანი გეგმავს უახლოს მომავალში ფეხბურთელის აგენტთან გასაუბრებას და ტრანსფერი დახურვის სურვილი იანვრის დასაწყისშივე აქვს. მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონია.
რედა ბელაიანმა მიმდინარე სეზონში ვერონას მაისურით, 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასევე ბელაიანს, მიმდინარე წელს, მაროკოს ეროვნულ გუნდში ჰქონდა დებიუტი.