რას აპირებს ჩაბი ალონსო ?
გერმანიის მოქმედი ჩემპიონი ლევერკუზენის ბაიერი, 24-25 წლის სეზონში საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურება, არადა გასულ გათამაშებაში ჩაბი ალონსოს გუნდმა ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო და თავის ისტორიაში პირველად აღმართა ვერცხლის სიმი. მიმდინარე ჩემპიონატში ბაიარენას ბინადრები სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე არიან და 10 ტურის შემდეგ მათ ანგარიშზე 17 მოპოვებული ქულაა.
პრესაში რამდენიმე დღეა, არ წყდება საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაბი ალონსოსთვის ეს ბოლო წელი იქნება და მომდევნო სეზონს ესპანელი მწვრთნელი ახალ კლუბში დაიწყებს, არადა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა ძალაა ალონსო თავისი გუნდისთვის. ჩაბის არც ზაფხულში აკლდა შემოთავაზებები: ლივერპული, რეალი და ბაიერნი ეს ის სამი კლუბი იყო, რომელსაც ჩაბის წაყვანა სურდა, მაგრამ ალონსომ ლევერკუზენს არ უღალატა და კიდევ ერთი წლით დარჩა თავის თანამდებობაზე. მოქმედი კონტრაქტი ესპანელსა და მის კლუბს შორის 2026 წლამდე არის გათვლილი, მაგრამ არსებობს იმის შანსი, რომ ალონსო ბოლო სეზონს ატარებდეს “წითლების“ თავკაცად.
იგივე შედეგის განმეორება რაც შარშან, ეს თითქმის წარმოუდგენელია. გუნდი სამ ტურნირზე თამაშობს და ამხელა რესურსი მოკრძალებულ კლუბს არ გააჩნია, თან იმასაც შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კოლექტივს შეიძლება ფლორიან ვირცი დააკლდეს და ეს უდიდესი დარტყმა იქნება. ჩაბის მიმართ კვლავ დიდი ინტერესია რეალის მხრიდან. ანჩელოტის კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს, მაგრამ არის დიდი შანსი, რომ იტალიელისთვის ეს უკანასკნელი სეზონი იყოს “სამეფო“ კლუბში. ალონსოს დაბრუნება იმ გუნდში სადაც მან კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა ნამდვილად ჩთამბეჭდავი იქნება. თან რამდენიმე წყაროს თანახმად, ალონსომ უკვე ამცნო თავის ფეხბურთელებს წასვლის შესახებ.
ასევე ჩაბის არ ეშვება მიუნხენის ბაიერნი, გერმანელები ლიდერობენ ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოდიან, მაგრამ “რეკორდმაისტერის“ ოცნება სწორედ ესპანელია. იმაზეც ითქვა, რომ შარშან ალონსოს ვერ გადმობირების გამო კლუბმა გადაწყვიტა კომპანის დანიშვნა და ეს მხოლოდ 1 სეზონით მოხდება, რადგან ბაიერნის გეგმა უცვლელია მათი მიზანი ალონსოა და შემდეგ სეზონში ბაიერნს სწორედ ესპანელი უნდა ედგეს სათავეში.
რთული სათქმელია, მომდევნო სეზონში, რას იზამს ჩაბი, დარჩება წავა თუ დაისვენებს. მის მიმართ ისევ დიდი ინტერესი იქნება, ასევე სხვა გუნდების გააქტიურება არ უნდა გამოვრიცხოთ. ზაფხულამდე ჯერ შორია და ჩაბი ალონსოს და მის გუნდს, მთელი სეზონი წინ აქვთ.