გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა ცხრილში დაწინაურდა

ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთს გაუტანა და საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა ცხრილში დაწინაურდა.
24 წლის ქართველ შემტევს, ეროვნული ნაკრების მაისურით უკვე 16 გოლი აქვს გატანილი, რაც მე-4 საუკეთესო შედეგია — გიორგი მიქაუტაძეს ნაკრებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კი 26 გატანილი გოლით შოთა არველაძეა მე-2 და მე-3 ადგილებს კი 17 გოლით თემურ ქეცბაია და ხვიჩა კვარაცხელია იყოფენ.