ავტორიზაცია

ვალვერდეს დამატებას პრემიერ ლიგის ორი კლუბი შეეცდება

ვალვერდეს დამატებას პრემიერ ლიგის ორი კლუბი შეეცდება
თარიღი 21 Nov 2024, 10:24
მადრიდის რეალის ნახევარმცველმა, ფედერიკო ვალვერდემ ზაფხულში შესაძლოა გუნდი დატოვოს და კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ურუგვაელ ფეხბურთელს მანჩესტერ სიტი და ლივერპული აქტიურად აკვირდებიან და მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად.

ფედერიკო ვალვერდე რეალში 2018 წლიდან თამაშობს და კლუბის მაისურით ჩატარებულ 275 შეხვედრაში 24 გოლთან ერთად 25 ასისტი აქვს გაფორმებული. მას მოქმედი კონტრაქტი 2029 წელს ეწურება.