საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულდა 2024/25 წლების სეზონის პლეი-ოფების წილისყრა და საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.
საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენ პლეი-ოფში სომხეთს შეხვდება — ვილი სანიოლის გუნდი პირველ მატჩს 20 მარტს გასვლაზე, ხოლო განმეორებით შეხვედრას 23 მარტს სახლში ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა B ლიგის ჯგუფში ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა და დივიზიონში დასარჩენად აგრძელებს ბრძოლას.