ანსუ ფატის მსურველები გამოუჩნდნენ
ანსუ ფატიმ, შესაძლოა, ბარსელონა მალე დატოვოს. ფეხბურთელის შეძენით ალ ჰილალი და ალ ნასრი ინტერესდებიან.
ბარსაში ფატის საქმეები კარგად აშკარად ვერ მისდის - მას სათამაშო დრო არ აქვს და ტრავმიანობაც ხშირად აწუხებს, რამაც, რა საკვირველია, პოტენციურ ტრანსფერზე საუბრები გაამძაფრა.
არაბული კლუბების გარდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანსუმანეთი სევილიაცაა დაინტერესებული. საინტერესოა, რომ ლა მასიაში გადასვლამდე, ფატი სწორედ ანდალუსიელთა აკადემიაში თამაშობდა.
ტრანსფერი ყველა მხარისთვის კარგი იქნება: ბარსელონა ფინანსურ სარგებელს მიიღებს, ფატი კი, შესაძლოა, კვლავ ათამაშდეს და კარიერა გადაირჩინოს.
ტრანსფერი ყველა მხარისთვის კარგი იქნება: ბარსელონა ფინანსურ სარგებელს მიიღებს, ფატი კი, შესაძლოა, კვლავ ათამაშდეს და კარიერა გადაირჩინოს.