"ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ჩავარდნა გვექნებოდა," - პეპ გვარდიოლა
პეპ გვარდიოლას ხელში პირველად, მანჩესტერ სიტიმ ზედიზედ 5 მატჩი წააგო.
ტოტენჰემთან 0-4 წაგების შემდეგ, გვარდიოლამ განაცხადა:
"აშკარაა, რომ ახლა სუსტები ვართ. სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მეტი პოზიტივისა და თავდაჯერებულობისთვის მოგებები გვჭირდება. თუმცა, აქ გატარებული 8 წლის შემდეგ, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ჩავარდნა გვექნებოდა.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 3 მატჩს წავაგებდით, მაგრამ ძალიან სტაბილურები ვიყავით და ახლა ვერ უარვყოფთ, რომ რეალობა, რომელიც ფეხბურთსა და ცხოვრებაში ზოგჯერ ხდება, აქაა."
ამ მომენტისთვის, მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ლივერპულს 8 ქულით ჩამორჩება.