ბარსელონა ზაფხულში ვიქტორ დიოკერეშის შეძენას გეგმავს

დავიდ ბერნაბეუ რევერტერის ცნობით, ბარსელონა რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის შეძენას გეგმავს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ბარსელონას სურს, 2025 წლის ზაფხულში ვიქტორ დიოკერეში დაახლოებით €70 მილიონად შეიძინოს და 1 სეზონით სპორტინგში დატოვოს.
ბარსას გეგმის მიხედვით, შვედი ცენტრფორვარდი კლუბს 2026 წელს, ლევანდოვსკის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში დიოკერეშის ანგარიშზე 19 მატჩში 24 გოლი და 4 ასისტია.