მარკო ვერატიმ შესაძლოა კარიერა იტალიის სერია ა-ში გააგრძელოს
ალ-არაბის ცენტრალური ნახევარმცველი, მარკო ვერატი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს — ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
Marca-ს ცნობით, 32 წლის იტალიელი ფეხბურთელის დამატება ინტერს ინტერს სურს და აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
მარკო ვერატი ალ-არაბის ღირსებას 2023 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. მის ანგარიშზე საუდის არაბეთში ჩატარებულ 31 მატჩში 1 გოლი და 10 ასისტია.