ლორის კარიუსს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება სურს
გერმანელმა მეკარემ, ლორის კარიუსმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"ახლა კონტრაქტი არცერთ კლუბთან არ მაკავშირებს, მაგრამ კარიერა არ დამისრულებია. თუ შესაბამისი შეთავაზება მექნება, ფეხბურთის თამაშის გაგრძელება მსურს.
მჯერა, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი მაქვს, რაც კარგ მეკარეობას სჭირდება... მაგრამ, თუ შესაფერისი შეთავაზება არ მექნება... არ მინდა, უბრალოდ სადღაც ვითამაშო," - განაცხადა გერმანელმა.
2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს შემდეგ, რომელშიც ლივერპულმა რეალ მადრიდისგან მისი შეცდომების გამო 2 გოლი გაუშვა, კარიუსის საქმეები ცუდად წავიდა. ბოლოს ის ნიუკასლში ირიცხებოდა, მაგრამ სათამაშო დრო არ ჰქონდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია. ლორისი ამჟამად 31 წლისაა.