ლივერპული 🆚 მანჩესტერ სიტი | სასტარტო შემადგენლობები

ზუსტად ერთ საათში, პრემიერ ლიგის მე-13 ტურში, ენფილდზე ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერი ლივერპული და მეორეადგილოსანი მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდებიან.
გაგაცნობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს:
ლივერპული: კელეჰერი; ალექსანდრ-არნოლდი, ჯო გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი; გრავენბერხი, მაკ ალისტერი; სალაჰი, სობოსლაი, ლუის დიასი; გაკპო.
მანჩესტერ სიტი: ორტეგა; უოკერი, აკანჯი, დიაში, აკე, რიკო ლუისი; გიუნდოგანი, ნუნიეში, ბერნარდუ სილვა; ფოდენი, ჰოლანდი.
ამ მომენტისთვის, ლივერპულს 31 ქულა აქვს, სიტის კი - 25 და ლაივცხრილში მე-5 პოზიციაზეა, მაგრამ, დღეს მოგების შემთხვევაში, კვლავ მეორეზე აინაცვლებს.
შეხვედრა სტარტს 20:00 საათზე აიღებს.