ავტორიზაცია

"პოგბა უნდა მოვიყვანოთ", - რუსული ტორპედო ხმაურიან განცხადებას აკეთებს

"პოგბა უნდა მოვიყვანოთ", - რუსული ტორპედო ხმაურიან განცხადებას აკეთებს
თარიღი 04 Dec 2024, 17:08
მოსკოვის ტორპედოს დირექტორმა არიმ თქვა, რომ კლუბში პოლ პოგბას მოყვანას განიხილავს.

2025 წლის მარტში, 31 წლის ფრანგ ნახევარმცველს დოპინგის დისკვალიფიკაცია უსრულდება და ამჟამად, თავისუფალი აგენტია.

”პოგბა ტორპედოში? ეს იქნება ბომბი! ის ახლა უკლუბოდაა  და ვეცდებით, რომ მოვიყვანოთ. ფეხბურთის ლეგენდაა და ჯერ კიდევ შეუძლია სიკეთის გაკეთება.

პირველ რიგში, ტორპედოს პრეზიდენტს დაველაპარაკები, გეგმებს გავაცნობ და ამის შემდეგ დავიწყებ პოგბასთან მოლაპარაკებებს", - განაცხადა არიმ.

ტორპედო ამჟამად რუსეთის პირველი ლიგაში ასპარეზობს და მეორე ადგილს იკავებს.