» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ტყავის ბურთის დიდოსტატი - სლავა მეტრეველი



ის ერთი შეხედვით უწყინარი, ლაღი ბიჭი გახლდათ, რომელიც სულაც არ ოცნებობდა თურმე ფეხბურთელობაზე. თუმცა ამ სპორტის სახეობამ შემდგომ ისე გაიტაცა, მისთვის წარმოუდგენელი იყო ყოველ დღე ბავშვებთან ფეხბურთი არ ეთამაშა. მამამისი თურმე სულაც არ ფიქრობდა მისი შვილის საფეხბურთო მომავალზე, თუმცა, როდესაც პატარა ბიჭი წამოიზარდა, მათ სახლში არ წყდებოდა ცნობილი გუნდების მწვრთნელების ნაკადი, რომლებიც მეტრეველის აყვანას ლამობდნენ თავიანთ გუნდებში. მამა ბიჭს ურჩევდა, ოჯახის კვალს გაჰყოლოდა და მზარეულობა ესწავლა, თუმცა უკვე 15-16 წლის ასაკში სლავამ მტკიცედ გადაწყვიტა რომ ფეხბურთის სერიოზულად თამაში სურდა. 16 წლის მეტრეველი სოჭის იმ დროინდელ ახალგზარდულ გუნდში, “სპარტაკში” ირიცხებოდა. 1952 წელს პირველად მეტრეველების ოჯახს ოდესის “მეტალურგის” წარმომადგენლებმა მიაკითხეს. მათ ნანახი ჰქონდათ სლავას თამაში, ამიტომ მშოლებს შესთავაზეს, ჩვენ გუნდში ავიყვანთ, მის საცხოვრებელზე და სწავლაზეც ვიზრუნებთო. მაგრამ მშობლის გულმა, ყველანაირი შეთავაზების მიუხედავად, სტუმრები უკან უარით გაისტუმრა. სლავას მამას კვლავ ჰქონდა იმედი, რომ მისი შვილი გონს მოვიდოდა და მზარეულობას აირჩევდა თუმცა... რამდენიმე დღეში მეტრეველების ოჯახს ამჯერად გორკის “ტორპედოს” უფროსი ესტუმრა. იმის მიუხედავად, რომ სლავას მშობლები მისი უარით გასტუმრებასაც აპირებდნენ, ”ტორპედოს” მწვრთნელმა დაიჟინა, მანამ არ მოიცვალა ფეხი სახლიდან, სანამ მშობლები მათი შვილის გუნდში აყვანაზე არ დაითანხმა. ასე აღმოჩნდა 16 წლის ყმაწვილი იმ დროინდელ მეორე ლიგის გუნდში. გამოუცდელი, პატარა ბიჭუნა პირველივე თამაშზე ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა. შეშინებული სტადიონიდან გასვლას ლამობდა. მისი დაყოლიება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მოახერხა და, როგორც კი სლავა კვლავ მოედანზე შევიდა, ყველანაირი შიში გაუქრა და საოცრად ითამაშა. იმ დღეს “ტორპედომ” როსტოვის “როსტსელმაშს” 6:0 მოუგო და აქედან ორი გოლი სლავა მეტრეველმა გაიტანა. ერთ-ერთი საუკეთესო “დრიბლერი”, უკვე კარგად გაწვრთნილი ბიჭი ნიჭიერებით და საოცარი თამაშით ყველას აკვირვებდა. მას უხმობდნენ ცნობილი კლუბის მესვეურნი, რომლებიც საუკეთესო პირობებს სთავაზობდნენ გუნდში. და ასეც იყო, იქ, სადაც სლავა მეტრეველს უთამაშია მისი სახელი ყველგან გამორჩეულად ახსოვთ. როგორც ნიჭიერი, მიზანდასახული და საუკეთესო ფეხბურთელი. თბილისის დინამო, 1967 წელი   მისი გადმოსვლა თბილისის “დინამოში” ყველა ”ძველ” გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს. სლავას თქმით, ეს ორი გუნდი (მოსკოვის “ტორპედო” და თბილისის “დინამო”) სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს უჩვენებდნენ გულშემატკივარს. ასევე გაკვირვებული დარჩა ფეხბურთელების ურთიერთდამოკიდებულებით. მაგალითად, თუ მოსკოვის ”ტორპედოში” მოთამაშეებს უფლება ჰქონდათ თანაგუნდელებისთვის შენიშვნა მიეცათ და ეს მოედანს იქით დავიწყებას ეძლეოდა, ”დინამოში” შენიშვნის მიცემა ეთაკილებოდათ, რადგან ეს შეიძლება სერიოზული დაპირისპირების საგანიც გამხდარიყო. ახალგაზრდა მეტრეველი უკვე მიჩვეული იყო ყოველდღიურ გადაღლას ვარჯიშებზე, დატვირთვა მასზე უარყოფითად მოქმედებდა და, როგორც ცნობილია, თავის დროზე მას მწვრთნელიც კი მიუჩინეს, რომელიც სლავას მძლეოსნობაში ავარჯიშებდა. წელიწადნახევარი ემზადებოდა მეტრეველი, რომ ღირსეული ნაკრების ღირსეული წევრი გამხდარიყო და ასეც მოხდა. მეტრეველი საშუალო სიმაღლის ფეხბურთელი იყო. მას ყოველთვის სურდა სხვა მაღალი მცველებივით “ჰაერში ჩამოკიდებული” ბურთის მოგერიება ესწავლა. საინტერესო ფაქტს წავაწყდი არჩილ გოგელიას წიგნში, ”ასეთია სპორტული ცხოვრება”, სადაც მოყვანილია ფაქტი სლავა მეტრეველის ამ “ხერხის” შესახებ... “მეტრეველმა გადაწყვიტა თავისი თავისთვის თვითონ ეშველა. ჩოგბურთის ბურთი თავის ოთახში ნათურის “შნურზე” ჩამოკიდა და ყოველი გავლა-გამოვლისას ცდილობდა ნახტომით მისწვდომოდა. თანდათან ბურთი ლამის ოთახის ჭერს მიებჯინა,მეტრეველმა კი მართლაც თამაშ-თამაშით ისწავლა მაღალი ნახტომი.” ალბათ, ყველას ერთად, ჩვენ გაგვიჩნდებოდა სურვიული ერთხელ მაინც დაგვენახა ეს შეუდარებელი ფეხბურთელი მოედანზე ბურთთან. მას აღწერენ, როგორც ყველაზე ტექნიკურ, ”ჯადოქარ” ფეხბურთელად, რომელიც სტადიონზე საოცრებებს აკეთებდა… ერთ-ერთ ცნობილ მწვრთნელს როდესაც მესხისა და მეტრეველის თამაში უნახავს ნაკრებში, უთქვამს ,რომ ისინი გუნდის “ორ ქართულ ფრთას” წარმოადგენდნენ და ეს მართლაც ასეა. ჩვენ ახალგაზრდა თაობის ქომაგებს ისღა დაგვრჩენია, არქივი მასალის დახმარებით აღვადგინოთ და გავაცოცხლოთ ძველი ქართული ფეხბურთის ღირსეული დიდოსტატები და ვიცოდეთ, რომ ისინი ჩვენამდე ქმნიდნენ ქართული ფეხბურთის საუკეთესო წლებს!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სულაქველიძე მარადონაზე: "მისი აყვანა რომ დამავალეს, მეგონა ნაკრებიდან მიშვებდნენ" [VIDEO]

ვეტერანი მცველი თენგიზ სულაქველიძე იხსენებს, თუ როგორ დაავალეს მას მარადონას აყვანა.

დღეს, 22:43

"პსჟ და სიტი ხელფასებს ნავთობიდან და გაზიდან მიღებული თანხით იხდიან", - ლა ლიგის პრეზიდენტი

ხავიერ ტებასმა მსოფლიო ფეხბურთზე "პსჟ"-სა და "მანჩესტერ სიტის" გავლენაზე ისაუბრა.

დღეს, 22:39

3-42-ზე - საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთანაც განადგურდა

დღეს გაიმართა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქალთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა მალტას უმასპინძლა.

დღეს, 22:36

"მესის დაველაპარაკებით, მაგრამ ეკონომიკას არ დავაიგნორებთ", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ემილი რუსომ ლეო მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 22:29

"რონალდუ და მესი ვერც კი იოცნებებენ იმ პატივისცემაზე, რომელსაც მარადონა იღებდა"

არგენტინის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ოსვალდო არდილესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:21

"შემრცხვა და ბოდიში მოვუხადე", - მალდინი მარადონაზე უცნობ ისტორიას იხსენებს

"მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:04

ისტორიული ფოტო: მარადონას გარდაცვალებამ მოსისხლე მტრების გულშემატკივრებიც გააერთიანა

"ბოკასა" და "რივერის" გულშემატკივრები ერთად განიცდიდნენ დიეგო მარადონას გარდაცვალებას.

დღეს, 21:51

VIDEO: არგენტინის პრეზიდენტი დიეგო მარადონას დაემშვიდობა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ეწვია.

დღეს, 21:42

ლამი: "გუშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდა"

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ექს-მცველი, ფილიპ ლამი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 21:26

მარადონას ადვოკატი და მეგობარი: "სასწრაფო დახმარება საათნახევარი მოდიოდა"

დიეგო მარადონას ადვოკატმა და მეგობარმა, მატიას მორლამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:19

MARCA: რეალი ბრუნოს ტრანსფერზე ზამთარში ერთ შემთხვევაში ამუშავდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში შეიძლება "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 21:07

ზიდანი: "1986 წლის მუნდიალის გამო, მარადონა სამუდამოდ დამამახსოვრდა"

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:47

კლოპი: "მარადონა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

დღეს, 20:40

"ჩემი მეგობარი, ჩემი კუმირი... ჩემი საყვარელი ათიანი", - რონალდინიო მარადონას დაემშვიდობა

ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:36

"არასოდეს დაგივიწყებთ", - აგუეროს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

დღეს, 20:28

სიმეონე: "როცა გირეკავენ და ამას გეუბნებიან, ფიქრობ: "არა, დიეგო ვერ მოკვდებოდა"

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 20:21

ბათუმის პირველი მარცხი ახალ სტადიონზე: ლოკომოტივი ლიდერებს შეუერთდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის შედგა.

დღეს, 20:17

"დარწმუნებული ვარ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს", - ზიდანმა თავისი შეგირდი შეაქო

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ნახევარმცველ ლუკას ვასკესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 19:56

კლოპმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც ზამთარში ლივერპულს დატოვებს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლა დაანონსა.

დღეს, 19:50

"ნოიერი კარიერის საუკეთესო ფორმაშია", - ფლიკმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გოლკიპერ მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 19:45

"ჯანდაბა, მეგობარო, მენატრები", - მოურინიო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

დღეს, 19:34

მარადონასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მილიონამდე ადამიანი დაესწრება

არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასთან დამშვიდობების ცერემონია "კასა როსადაში" ჩაივლის.

დღეს, 19:28

ფანცულაიას ულამაზესმა გოლმა ტორპედოს ვერ უშველა, დინამო კვლავ ლიდერია [VIDEO]

ეროვნულ ლიგაში გაიმართა მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის.

დღეს, 19:26

ბექჰემმა გაიხსენა მღელვარება, რომელიც მარადონასთან შეხვედრისას განიცადა

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 19:21

"ის არ მომკვდარა", - იბრაჰიმოვიჩი მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

დღეს, 19:14

ცნობილი გახდა, თუ რა სიტყვები წარმოთქვა მარადონამ სიკვდილის წინ

არგენტინის ნაკრების ლეგენდამ, დიეგო მარადონამ სიკვდილის წინ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა.

დღეს, 19:08

მარადონას შვილმა მამის გარდაცვალების შესახებ რეანიმაციაში შეიტყო

დიეგო მარადონა-უმცროსმა, დიეგო მარადონას შვილმა, კორონავირუსი გადაიტანა და ამჟამად რეანიმაციაშია.

დღეს, 18:51

არგენტინულმა პრესამ მარადონას გარდაცვალების დეტალები გაახმაურა

მოგეხსენებათ, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გუშინ გარდაიცვალა.

დღეს, 18:35

რეალმა თვალი ლუკაკუს დაადგა და იანვრისთვის კონკრეტული თანხაც გაამზადა

"ინტერის" ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ შესაძლოა "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 18:28

ნოიერმა და კიმიხმა რონალდუს უნიკალური მიღწევა დაჩრდილეს

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა თავისი გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-15 მოგება მოიპოვა.

დღეს, 16:53
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10