პატრის ევრა: კრიშტიანუს პარი სენ-ჟერმენში გადასვლა სურდა

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
"2018 წელს, იუვენტუსში ტრანსფერამდე, კრიშტიანუს პარი სენ-ჟერმენში გადასვლა სურდა. მისით არსენალი და ჩელსიც ინტერესდებოდნენ. რონალდუმ თქვა, რომ არსენალში არასდროს წავიდოდა, მაგრამ პარიზელთა პროექტი ხიბლავდა" - განაცხადა ევრამ.
საბოლოოდ, პორტუგალიელი ლეგენდა იუვეში აღმოჩნდა. მან ტურინელთა რიგებში 134 მატჩი ჩაატარა და 101 გოლი გაიტანა, 2021 წელს კი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა.