ავტორიზაცია

სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გამოავლინა

სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გამოავლინა
თარიღი 14 Dec 2024, 15:03
გავლენიანმა გამოცემა The Athletic-მა სუპერკომპიუტერის დახმარებით ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა.

ანალიტიკოსებმა 10 ათასი სიმულაცია ჩაატარეს და გამოთვლებით ტურნირის მოგების ყველაზე დიდი, 21%-იანი შანსი ლივერპულს აქვს, ხოლო მეორე ადგილზე 18%-ით არსენალი იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი ჩემპიონის, მადრიდის რეალის შანსები მხოლოდ 7%-ით შეფასდა, რაც მე-5 საუკეთესო შედეგია, მანჩესტერ სიტი კი 6%-ით მე-6 ადგილს იკავებს.

ჩემპიონთა ლიგის 10 მთავარი ფავორიტი სუპერკომპიუტერის გამოთვლებით:

1) ლივერპული — 21%
2) არსენალი — 18%
3) ინტერი — 12%
4) ბარსელონა — 8%
5) რეალი — 7%
6) მანჩესტერ სიტი — 6%
7) ლევერკუზენი — 6%
8) ბაიერნი — 6%
9) ატალანტა — 4%
10) იუვენტუსი — 3%